products

ჩვენს შესახებ

შემოქმედი 100% ქართული ნატურალური ჩაი 

საქართველოს მეჩაიეობის ერთ-ერთ ძირძველ კუთხეში, გურიაში, მდებარეობს სოფელი შემოქმედი, სადაც ერთხელ თუ მოხვდი, არასოდეს დაგავიწყდება. მისი ბუნება წელიწადის ყველა დროს თვალისმომჭრელია. ტყუილად არ შეურქმევიათ უზენაესის სახელი. 

   „შემოქმედის ექსპერიმენტული ჩაის საწარმო“-ს (შეიქმნა 1975 წ.)  ბაზაზე 2011 წელს ჩამოვაყალიბეთ შპს „მილმართი“, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია მაღალი რენტაბელობის მქონე,   უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მწვანე და შავი ჩაის წარმოებაზე. ჩაი იკრიფება ხელით,  მაღალი ხარისხის სპეციალური ნედლეულიდან (2-3 ფოთლოვანი დუყი), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს მთიან, ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში, კერძოდ გურიაში, სადაც არ არის გამოყენებული სასუქი, პესტიციდები და შხამ ქიმიკატები, რაც ძირითადად განაპირობებს არომატული, ეკოლოგიურად სუფთა ჩაის ნედლეულის მიღებას, საიდანაც გამომუშავებული პროდუქცია სასარგებლო თვისებებით, მაღალი ხარისხითა და არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევა.

დღეისათვის, ჩვენი კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, აწარმოებს წელიწადში 7-9 ათას კგ. მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის  მწვანე და შავ  ჩაის გრეხილი ტექნოლოგიით, რომელიც მთლიანად მზადდება იაპონურ ტექნოლოგიურ ხაზზე. ჩვენი ჩაი მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია  „შემოქმედი“-ს ბრენდით. 2015 წლიდან ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა მთის ველური მოცვისა და მაყვლის ფოთლის ჩაის.  მონაწილეობას ვიღებთ ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა ჩაის გამოფენებში,  სადეგუსტაციო ღონისძიებებსა და კონკურსებში,  სადაც ჩვენი პროდუქცია ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებასა და აღიარებას იმსახურებს ჩაის სპეციალისტებისა და მომხმარებლების მხრიდან. 2015წ. მიღებული გვაქვს ჩაის საერთაშორისო ფესტივალში ოქროს მედალი და პირველი ადგილი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის ნომინაციებში.

რადგანაც რაოდენობა შეზღუდულია, ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად შეგვაქვს დიდი სუპერმარკეტების ქსელებსა (გუდვილი, ფრესკო, სმარტი, ჯორჯიტა, მადაგონი) და ჩაის სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ასევე ბრენდირებულ კაფეებსა და რესტორნებში.  სადაც წარმატებით იყიდება;
ადგილობრივი ბაზრის გარდა ჩვენი პროდუქცია გადის ექსპორტზე:
რუსეთში,  ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში, უკრაინაში, ინგლისში..

 

ჩვენს შესახებ
მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი

კვალიფიციური კონსულტაცია

კვალიფიციური კონსულტაცია

სწრაფი კურიერული მომსახურება

სწრაფი კურიერული მომსახურება

დაცული გადახდის სერვისი

დაცული გადახდის სერვისი